უკრაინის კონფლიქტის შემდეგ რუსებმა სომხეთში 10000-მდე ორგანიზაცია გახსნეს – ეკონომისტი

უკრაინაში კონფლიქტის დაწყების შემდეგ, რუსებმა სომხეთში 10 ათასამდე ორგანიზაცია გახსნეს (რეგისტრირებული იურიდიულ პირებად – რედ.). ამის შესახებ ილაპარაკა ეკონომისტმა ანი ავეტისიანმა დისკუსიაზე, რომელიც მიმდინარეობდა თემაზე: „სამხრეთ კავკასია: უკრაინის ომის ტენდენციები და პერსპექტივები“. ცნობას NEWS.Am-ი აქვეყნებს.
მისი თქმით, სომხური საინფორმაციო ტექნოლოგიების სექტორის პოტენციალი 25 პროცენტით გაიზარდა მას შემდეგ, რაც სომხეთში რუსები გადასახლდნენ უკრაინის კონფლიქტთან დაკავშირებით.
„ამავდროულად, სომხეთში რუსების გადმოსახლებამ გამოიწვია საცხოვრებლის ფასების 60-100 პროცენტით ზრდა, ასევე სომხური დრამის გადაფასება და ინფლაცია ვაჭრობისა და მომსახურების სფეროში. 2022 წელს სომხეთიდან ექსპორტი 80 პროცენტით გაიზარდა. 2023 წელი მაჩვენებლები უფრო მოკრძალებული იყო“, – აღნიშნა მან.







