ალიევის „რკინის მუშტი“ პირდაპირ აგრესიას ასახიერებს სომხურობის ყოველი გამოვლინების წინააღმდეგ

ვებგვერდი monumentwatch.org, რომელიც აკვირდება არცახის კულტურულ მემკვიდრეობას, წერს:
„2020 წლის 44-დღიანი ომის დასრულების შემდეგ, აზერბაიჯანულმა პროპაგანდისტულმა მანქანამ მიმოქცევაში გაუშვა „გამარჯვების“ სიმბოლოები, რომელთაგან ერთ-ერთი პირდაპირ კავშირში იყო აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან. ეს არის ეგრეთ წოდებული „რკინის მუშტი“. ილჰამ ალიევმა 44-დღიანი ომის დასასრულს გამოსვლისას მუშტი აჩვენა „გამარჯვების“ ნიშნად აზერბაიჯანული ძალების მიერ დაპყრობილი რეგიონების სახელწოდებების ჩამოთვლისას. 2021 წლიდან აზერბაიჯანის პროპაგანდისტულმა მანქანამ “რკინის მუშტი უწოდა ოკუპირებული ტერიტორიების განთავისუფლების 2020 წლის ოპერაციას”.
2021 წლიდან ამ ჟესტს ალიევმა დიდი პროპაგანდისტული მნიშვნელობა მიანიჭა, რომლითაც მან გამოავლინა თავისი ძალა და მზადყოფნა „დასაჯოს სომხები, დარტყმა მიაყენოს და მტერს თავი გაუტეხოს“. ოკუპირებულ არცახში ვიზიტების დროს ალიევი ასეთი ჟესტით ასრულებდა თავის გამოსვლებს. მან ეს ჟესტი გამოიყენა სომხეთსა და არცახზე საუბრისას. იმავე 2021 წელს აზერბაიჯანის პროპაგანდისტულმა მანქანამ შესაბამისი ჟესტით დაიწყო ალიევის ფოტოების ფართოდ გავრცელება, აზერბაიჯანში კი ე.წ რკინის მუშტების ქანდაკებების დამონტაჟების აღლუმი დაიწყო.
აშკარა პროპაგანდისტული დანიშნულების სიმბოლოები განთავსდა მხოლოდ ოკუპირებულ არცახში: ჰადრუთში, ბერძორში, ქარვაჭარში. პირველი ასეთი ქანდაკება არცახში, როგორც უნიკალური სიმბოლო, ქალაქ ჰადრუთის ცენტრში დამონტაჟდა, რაც ამ მნიშვნელოვანი რეგიონის აზერბაიჯანის მიერ აღებას აღნიშნავს.
აზერბაიჯანული პროპაგანდისტული მანქანის მიერ გავრცელებული ვიდეოებისა და ინფორმაციის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ასეთი ქანდაკების დადგმა სტეფანაკერტშიც იგეგმება. შემთხვევითი არ არის, რომ სტეფანაკერტის ოკუპაციის შემდეგ მაშინვე მოხდა სტეფან შაჰუმიანის ქანდაკების დემონტაჟი, ხოლო ინტერნეტში დაიწყო „ჩვენ ვართ, ჩვენი მთები“ ძეგლის დემონტაჟის თემაც.
აშკარაა, რომ რკინის მუშტი პირდაპირ აგრესიას ასახიერებს სომხურობის ყოველი გამოვლინების წინააღმდეგ. იგი, როგორც აზერბაიჯანული მმართველობის ნიშანი, განთავსებულია არცახში, რაც სომხებზე გამარჯვებისა და ტერიტორიის დაპყრობის სიმბოლოა. აზერბაიჯანული მხარისთვის რკინის მუშტი სომხური არცახის განადგურების სიმბოლოა მთელი თავისი შედეგებით. ეს პროცესი უფრო სწრაფად გამოიხატა არცახის სრული დეპოპულაციის შემდეგ, როდესაც სტეფანაკერტში დაიწყეს სომხურ იდენტობასთან დაკავშირებული ყველა სიმბოლოს აღმოფხვრა, არცახის ემბლემები მოხსნეს არცახის მთავრობისა და პრეზიდენტის შენობებიდან და მთავრობის შენობის მთავარ ფასადზე გამოკიდეს რკინის მუშტის დიდი ბანერი. 2024 წლის თებერვლის ბოლოს დაინგრა არცახის პარლამენტის შენობა და 18 მარტს ილჰამ ალიევი, რომელიც ოკუპირებულ სტეფანაკერტს სტუმრობდა, სიტყვით გამოვიდა არცახის ეროვნული ასამბლეის შენობის და მებრძოლ-განმათავისუფლებელთა კავშირის შენობის დანგრევის შემდეგ შექმნილ პლატფორმაზე, რომლის დროსაც აღმართა მუშტი და დაანთო ნოვრუზის კოცონი. თავის გამოსვლაში ალიევმა აღნიშნა, რომ არცახის ეროვნული კრების შენობა ეშმაკის ბუდე იყო და ნოვრუზის კოცონი ასრულებს საბოლოო განწმენდის ფუნქციას.







