
შეერთებული შტატები მხარს უჭერს სამხრეთ კავკასიის ყველა ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას, სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობას და ტერიტორიულ მთლიანობას. სწორედ ამ მიზნით აფართოებს აშშ სომხეთთან ფართო ურთიერთობებს.
ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა „ამერიკის ხმის“ სომხური სამსახურის შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა. ეს ეხებოდა კორპორაცია “RAND”-ის ანალიზს წარწერით “აშშ-ს არ შეუძლია სომხეთის უსაფრთხოების გარანტია აზერბაიჯანის მუქარის მიუხედავად, მაგრამ მას შეუძლია დაეხმაროს”.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა აღნიშნა, რომ აშშ მიესალმება ნებისმიერ კეთილსინდისიერ ჩართულობას, რომელსაც მშვიდობასა და სტაბილურობა მოაქვს სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში. სახელმწიფო დეპარტამენტმა დასძინა, რომ ისინი არ განიხილავენ რუსეთს, როგორც “სანდო ან კეთილსინდისიერ მოკავშირეს ან პარტნიორს სამხრეთ კავკასიაში ან სხვაგან”.







