საზოგადოება

დღეისათვის ირღვევა  მთიანი ყარაბაღის სომხების დაბრუნების უფლება   – ოლივიე დეკოტინი

სომხეთში საფრანგეთის ელჩმა ოლივიე დეკოტინიმ თავის X მიკრობლოგზე არცახელი სომხების უფლებების დარღვევის შესახებ ჩანაწერი გამოაქვეყნა.

„სტეფანაკერტისკენ მიმავალ გზაზე, რომელიც ახლა დაკეტილია. აზერბაიჯანის 9 თვიანი ალყისა და სასტიკი თავდასხმის შემდეგ მთიანი ყარაბაღის 100 ათას სომეხს მოუწია სახლების დატოვება. საერთაშორისო სასამართლოს მიერ აღიარებული მათი დაბრუნების უფლება დღეს ირღვევა“, – წერს საფრანგეთის ელჩი და აქვეყნებს საგზაო ნიშნის ფოტოს, რომელიც ასახავს მანძილებს მარტაკერტს, სტეფანაკერტს, დრობონს, ქარვაჭარსა და სოტკს შორის.

ნახეთ მეტი
Back to top button