ეკონომიკა

საბაგირო „ტათევერი“ ახალ ტურისტულ სეზონს იწყებს

მსოფლიოში ყველაზე გრძელი შექცევადი საბაგირო გზა „TaTever“ ახალი ტურისტული სეზონისთვის მზად არის. საბაგირო გზის სტუმრებს შეუძლიათ ისარგებლონ პანორამული ხედით, ფრენით ტათევის სამონასტრო კომპლექსში, გაილაშქრონ, ისარგებლონ ჯიპ-ტურებით, მოინახულონ შუა საუკუნეების ზეთსახდელი და გამოფენა “დამალული ფაქტები ტათევის შესახებ”.

საბაგიროთი გამგავრებამდე, ჰალიძორის სადგურთან დამთვალიერებლებისთვის ღიაა გამოფენა “დამალული ფაქტები ტათევის შესახებ”. სტუმრებს საშუალება ექნებათ გაეცნონ ტათევის მრავალსაუკუნოვან ისტორიას, მის როლს სიუნიქის განვითარებაში, ასევე რეგიონის საინტერესო ფაქტებს, ციფრებსა და მოვლენებს.

ტათევის მონასტრისკენ მიმავალ გზაზე საბაგირო გზის სალონიდან იშლება თვალწარმტაცი ვოროტანის ხეობა, სატანის ხიდი და ტათევის დიდი უდაბნო.

რეგიონის სულიერ ცენტრში, ტათევის მონასტერში მისვლისას სტუმრებს შეუძლიათ აგრეთვე მოინახულონ სამონასტრო კელიები და ზეთსახდელის შუა საუკუნეების მუზეუმი.

მათთვის, ვინც აქტიურ დასვენებას ამჯობინებს, “ტათევერი” გთავაზობთ სხვადასხვა ლაშქრობებსა და ჯიპ ტურებს, მომხიბლავ მოგზაურობებს ტათევის შუა საუკუნეების მიტოვებულ სოფლებში.

„ტათევი სომხეთის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ტურისტულ მიმართულებად იქცა. ქვეყნის ყოველი მეხუთე სტუმარი სტუმრობს საბაგირო გზას. ამის გამო, 2010 წელთან შედარებით სიუნიქის რეგიონში ტურისტული ნაკადი 17-ჯერ გაიზარდა. ვიმედოვნებთ, რომ ეს ტენდენცია გაგრძელდება და უფრო და უფრო მეტი ადამიანი მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან შეძლებს ამ უნიკალური ადგილის აღმოჩენას“, – განაცხადა მარია ბუტენკომ, Impulse Business Management-ის დირექტორმა, რომელიც მართავს საბაგირო გზას.

13 წელზე მეტი ხნის განმავლობაში, 1 მილიონზე მეტმა ადამიანმა ისარგებლა „ტათევერის“ საბაგიროთი. საბაგირო გზა ხსნის სომხეთის მანამდე მიუწვდომელ კუთხეებს მოგზაურებისთვის და ზრდის ქვეყნის ცნობადობას. საბაგირო „ტათევერი“ დარეგისტრირებულია გინესის რეკორდების წიგნში, როგორც ყველაზე გრძელი შექცევადი საბაგირო გზა მსოფლიოში (5752 მეტრი). იქვე დაფიქსირდა საბაგირო გზის კიდევ ერთი მიღწევა: ასეთი მასშტაბური საინჟინრო ნაგებობის მშენებლობის ყველაზე მოკლე პერიოდი (10 თვე). საბაგირო გზა ორჯერ იქნა აღიარებული მსოფლიოში საუკეთესოდ პრესტიჟული World Travel Awards-ის მიერ. პირველი პრემია „ტათევერს“ 2021 წელს გადაეცა, მეორე 2023 წელს.

საბაგირო გზის მშენებლობა ავსტრიულ-შვეიცარიულმა კომპანიამ Doppelmayr/Garaventa-მ განახორციელა, რომელიც ამ სფეროში ლიდერია. “ტათევერის” საბაგირო წარმატებით გადის უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის ყოველწლიურ ინსპექტირებას.

პროექტი რუბენ ვარდანიანისა და ვერონიკა ზონაბენდის მიერ დაწყებული ტათევის აღორძინების პროექტის ფარგლებში ხორციელდება. საბაგირო არაკომერციული პროექტია, საიდანაც მთელი შემოსავალი გადადის ტათევის მონასტრის აღდგენასა და ადგილობრივი თემის განვითარებაზე. „ტათევერს“ მართავს კომპანია Impulse Business Management.

Impulse Business Management არის აქტივების მენეჯმენტი სომხეთში სასტუმრო და ტურისტული ინფრასტრუქტურის სფეროში. კომპანიის პორტფოლიო მოიცავს ისეთ პროექტებს, როგორიცაა მსოფლიოში ყველაზე გრძელი შექცევადი საბაგირო გზა – “TaTever”, კაფე #2 სოციალური კაფე, “Tun Armen” სასტუმრო კომპლექსი, ყველაზე გრძელი პარაპარკი (პარკი თოკებით) სომხეთში – ვერევი, დილიჯანის საქალაქო პარკი და ა.შ.

ნახეთ მეტი
Back to top button