საზოგადოება

არცახში სულ რამდენიმე სომეხი დარჩა

ჩვენი მონაცემებით, დღეს ოკუპირებული არცახის რესპუბლიკის მთელ ტერიტორიაზე 10 თუ 11 სომეხია დარჩენილი. ამის შესახებ ფრანგულ Le Figaro-სთან საუბარში ოკუპირებული არცახის რესპუბლიკის პრეზიდენტმა სამველ შაჰრამანიანმა განაცხადა.

„ისინი არიან ინვალიდები ან ავადმყოფები, რომლებსაც არ შეუძლიათ გადაადგილება ან სურთ ახლობლების საფლავებთან დარჩენა. 2023 წლის სექტემბერში მომხდარი იძულებითი მიგრაციის შემდეგ, იქ დარჩენილ არცახის მოქალაქეთა რიცხვი უფრო დიდი იყო. მაგრამ შემდეგ რამდენიმე ათეულმა არცახის მოქალაქემ, აირჩიეს სომხეთში ჩასვლა წითელი ჯვრის დახმარებით, ზოგი კი იქ დარჩა“, – თქვა შაჰრამანიანმა.

ნახეთ მეტი
Back to top button