პოლიტიკა

რუსეთს არ მოეწონება ინდოეთი-საბერძნეთი-სომხეთის მიერ შექმნილი ღერძი  – ინდოელი პოლიტოლოგი

პაკისტან-აზერბაიჯანი-თურქეთის ღერძის წინააღმდეგ იქმნება ინდოეთი-საბერძნეთი-სომხეთის ღერძი და ინდოეთი-საბერძნეთი-სომხეთის ღერძი შეიძლება იყოს დამაბალანსებელი ძალა სამხრეთ კავკასიაში, რაც რუსეთს არ მოეწონება. ამის შესახებ 28 მარტს გამართულ კონფერენციაზე  „სომხეთი, როგორც ცივილიზაციათა გზაჯვარედინი“ თქვა ინდოელმა პოლიტოლოგმა მაჰეშ რანჯაბ დებატამ.

მან შეახსენა, რომ მთიანი ყარაბაღის ომისა და ქაშმირის საკითხზე თურქეთ-პაკისტანის დაახლოების შემდეგ, სომხეთმა და ინდოეთმა ხელი მოაწერეს იარაღის მიწოდების ხელშეკრულებას. ექსპერტმა დასძინა, რომ ნიუ დელიმ და ერევანმა ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობა დაამყარეს. ინდოეთი აფართოებს იარაღის საექსპორტო ბაზარს, სომხეთი კი თავდაცვის აღჭურვილობას იძენს. „აზერბაიჯანსა და პაკისტანს შორის შეთანხმება ბაქოსთვის საბრძოლო თვითმფრინავების მიწოდებასთან დაკავშირებით ასევე აისახება სომხეთისა და ინდოეთის უსაფრთხოების სფეროზე“, – ხაზგასმით აღნიშნა მან.

ამასთან, მაჰეშ რანჯან დებატამ აღნიშნა სომხეთსა და ინდოეთს შორის წლიური ბრუნვის 1 მილიარდ დოლარამდე გაზრდის მნიშვნელობა. ის იმედოვნებს, რომ ინდოეთის პრემიერ მინისტრი ნარენდრა მოდი ეწვევა სომხეთს, რაც ურთიერთობებს ახალ დონეზე ამაღლებს.

ნახეთ მეტი
Back to top button