საზოგადოება

სომხეთის საგანმანათლებლო სექტორის განვითარების მიზნით ჩვენ უკვე მოვიზიდეთ 60 მილიონი ევრო  – ევროკავშირის ელჩი

მე აქ ვარ, რათა გამოვხატო ჩვენი სრული მხარდაჭერა სომხეთის მთავრობისა და ახალგაზრდობის სფეროში მისი  საქმიანობისადმი. ამის შესახებ სომხეთში ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელმა ვასილის მარაგოსმა პროექტის „ახალგაზრდული დედაქალაქის“ გახსნის ოფიციალურ ცერემონიაზე განაცხადა.

„ჩვენ მივესალმებით ამ იდეას, მას ყოველწლიურად ექნება თავისი ახალგაზრდული დედაქალაქი. მინდა მივულოცო გავარის ყველა მცხოვრებს, განსაკუთრებით კი ახალგაზრდებს, ახალგაზრდობის დედაქალაქად გავარის არჩევასტან დაკავშირებით.  ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ განათლებისა და კულტურის სამინისტროსთან, ასევე არასამთავრობო და ახალგაზრდულ არასამთავრობო ორგანიზაციებთან. გვაქვს არაერთი ინიციატივა, მოვუწოდებთ ახალგაზრდულ აქტივისტებს შექმნან ახალგაზრდული ცენტრები. ძალიან გამიხარდა უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან შეხვედრა, რომლებიც მივიღე მონაწილეობა ევროკავშირის Erasmus-ის პროგრამაში. მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ სამინისტროსთან თანამშრომლობით სომხეთის საგანმანათლებლო სექტორის განვითარებისთვის უკვე მოვიზიდეთ 60 მილიონი ევრო.

ახალგაზრდობა სომხეთის მომავალია და ვაღიარებთ ახალგაზრდების მონაწილეობის მნიშვნელობას სომხეთის ცხოვრებაში, ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს ვალდებულებას, გავაგრძელოთ ჩვენი საქმიანობა ახალგაზრდობის სფეროში, აღნიშნა მარაგოსმა.

ნახეთ მეტი
Back to top button