პოლიტიკა

ჩვენს ნაბიჯებს ყარაბაღში საერთაშორისო ძალების წინააღმდეგობა მოჰყვა – ერდოღანი

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ბურსაში გამართულ მიტინგზე ისაუბრა საერთაშორისო ძალების წინააღმდეგობაზე თურქეთის ქმედებების წინააღმდეგ რეგიონში.

თურქეთის TRT-ის ცნობით, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ საერთაშორისო ძალები ეწინააღმდეგებიან თურქეთის ქმედებებს სირიაში, ლიბიაში, ხმელთაშუა ზღვასა და ყარაბაღში. მისი თქმით, თურქეთმა საკუთარი ძალისხმევით და ბრძოლით შეძლო ამ რეგიონებში წარმატების მიღწევა.

ამრიგად, ერდოღანმა აღიარა თურქეთის პირდაპირი მონაწილეობა  მთიანი ყარაბაღის წინააღმდეგ აგრესიაში. ცნობისათვის, თურქეთის არმია ნატოში მეორეა თავისი  საბრძოლო მზადყოფნით.

ნახეთ მეტი
Back to top button