პოლიტიკა

ბრიუსელში დაგეგმილი სამმხრივი შეხვედრის მიზანია ევროკავშირისა და აშშ-ის ძალისხმევის გაერთიანება სომხეთის მხარდასაჭერად. ოლივიე დეკოტინი

5 აპრილს ბრიუსელში ფაშინიან-ბლინკენ-ფონ დერ ლაიენის შეხვედრის მიზანი სომხეთისთვის კონკრეტული მხარდაჭერაა. როგორც “არმენპრესი” იუწყება, ამის შესახებ,  საზოგადოებრივი ტელევიზიისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა სომხეთში საფრანგეთის ელჩმა ოლივიე დეკოტინიმ.

„ამ შეხვედრის მიზანია სომხეთისთვის კონკრეტული მხარდაჭერა და ამ საკითხში ევროკავშირისა და შეერთებული შტატების ძალისხმევის გაერთიანება, ასევე იმ გადაწყვეტილებების შეხსენება, რომლებიც მიღებულ იქნა, როდესაც სომხეთს შეექმნა მთიანი ყარაბაღიდან იძულებით გადაადგილებულ ლტოლვილთა ნაკადი და ის, რომ  ლტოლვილების მიღების გამოწვევები კვლავ მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის“, – განაცხადა ელჩმა.

კითხვაზე, რა სახის დახმარებაზეა საუბარი, ელჩმა უპასუხა: „შეხვედრა ტარდება აშშ-სა და ევროკომისიის ორგანიზებით, რომელშიც ევროკავშირის წევრი ქვეყნები, საფრანგეთის მსგავსად, უშუალოდ არ მონაწილეობენ. ვფიქრობ, შეხვედრაზე უსაფრთხოების საკითხები არ განიხილება. რაც შეეხება უსაფრთხოების საკითხებს, სომხეთზე პასუხისმგებლობას საფრანგეთი იღებს. ბოლო თვეების განმავლობაში ჩვენ დავიწყეთ თანამშრომლობა სომხეთთან თავდაცვის სფეროში. სომხეთის თავდაცვის მინისტრი ეწვია პარიზს, საფრანგეთის შეიარაღებული ძალების მინისტრი ეწვია სომხეთს, რომლის დროსაც გარკვეული კონკრეტული შედეგების მომსწრე გავხდით, რომელიც უკვე მიმდინარეობს სომხური არმიის საკეთილდღეოდ“, – აღნიშნა დკოტინმა.

ნახეთ მეტი
Back to top button