
სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა ანი ბადალიანმა განაცხადა, რომ სომხეთი აფასებს საფრანგეთის წვლილს სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის დამყარებაში.
ამის შესახებ მან მედიიდან შემოსულ კითხვებზე საპასუხოდ განაცხადა.
– 2 აპრილს, აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან, ენტონი ბლინკენთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე, საფრანგეთის ევროპისა და საგარეო საქმეთა მინისტრმა სტეფან სეჟურნმა ისაუბრა სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობის უზრუნველყოფის აუცილებლობასა და განვითარებულ მოვლენებზე, სომხეთის რეალურ განზრახვაზე, რათა თავიდან აიცილოს ესკალაცია, ასევე შეშფოთება გამოხატა სრ-ს ტერიტორიული მთლიანობის შესაძლო საფრთხეების შესახებ. ზოგიერთი ქვეყანა არ მიიჩნევს საფრანგეთის ამ აღქმას სასარგებლოდ რეგიონული სტაბილურობის თვალსაზრისით. როგორ განმარტავთ მას?
მიგვაჩნია, რომ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის 2 აპრილის განცხადება და რეგიონში მშვიდობის დამყარების პროცესში საფრანგეთის ჩართულობის მიზნები და მნიშვნელოვანი წვლილი ყველა პარტნიორისთვის ცნობილია. ამის მრავალი მაგალითი არსებობს სომხეთთან ურთიერთქმედების კუთხით ორმხრივ, რეგიონულ და მრავალმხრივ პლატფორმებზე.
განსახილველ კონტექსტში განსაკუთრებით შეგვიძლია აღვნიშნოთ 2022 წელი. ოქტომბერში პრაღაში ევროპის პოლიტიკური გაერთიანების ფარგლებში გაიმართა ოთხმხრივი შეხვედრა, რომლის დროსაც სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს ლოიალობა 1991წ. ალმა-ატას დეკლარაციის მიმართ. სხვათა შორის, პრაღის შეხვედრასა და ალმა-ატას დეკლარაციაზე ასევე საუბარია აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესრელიზში აშშ-ს სახელმწიფო მდივანთან ენტონი ბლინკენთან გუშინ გამართულ სატელეფონო საუბრის დროს.
ჩვენ ვაფასებთ, რა თქმა უნდა, საფრანგეთის, როგორც ევროკავშირის წევრის წვლილს, რომლის მისია 2022 წ. ოქტომბრიდან, იმავე პრაღის შეხვედრის შემდეგ, ახორციელებს მონიტორინგს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სახელმწიფოთაშორის საზღვარზე და ბოლო დღეებში გაავრცელა შესაბამისი მესიჯები. მიგვაჩნია, რომ ევროკავშირის მისიის მანდატის შესაბამისი აქტივობები და შეფასებები მხედველობაში უნდა იქნას მიღებული, მათ შორის ევროკავშირის ყველა წევრი სახელმწიფოს პოზიციებზე.







