
ევროსაბჭოს გენერალური მდივანი მარია პეიცინოვიჩ-ბურიჩი ოფიციალური ვიზიტით სომხეთში 8 აპრილს ჩავა, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა ანი ბადალიანმა განაცხადა.
„მაღალი დონის სხვა ღონისძიებებთან ერთად, ევროსაბჭოს გენერალური მდივანი შეხვდება საგარეო საქმეთა მინისტრ არარატ მირზოიანს“, – აღნიშნა სპიკერმა.







