მთავარიპოლიტიკა

ევროკავშირის საბჭოს წევრები სამხრეთ კავკასიის რეგიონს ეწვევიან

ევროკავშირის საბჭოს უსაფრთხოებისა და პოლიტიკურ საკითხთა კომიტეტის წევრები სამხრეთ კავკასიაში დღეს ჩამოვლენ.

რეგიონული ვიზიტის ფარგლებში ისინი სომხეთს, საქართველოს და აზერბაიჯანს ეწვევიან.

აღსანიშნავია, რომ მარტში ცნობილი გახდა, რომ ევროკავშირის საბჭოს უსაფრთხოებისა და პოლიტიკურ საკითხთა კომიტეტის წევრები სამუშაო ვიზიტით სომხეთში 8-9 აპრილს იქნებიან.

სომხეთში შეხვედრები იგეგმება ერევანში და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ოფისში.

ვიზიტის მიზანია რეგიონში მიმდინარე მოვლენებზე და სომხურ-აზერბაიჯანულ სამშვიდობო პროცესზე წარმოდგენის შექმნა.

ნახეთ მეტი
Back to top button