სომხეთმა ევროკავშირსა და აშშ-ს აცნობა, რომ აზერბაიჯანი დიდი რაოდენობით სამხედრო ტექნიკას უყრის თავს – Politico

ევროკავშირმა შეათანხმა საეტაპო გეგმა, რომელიც დაეხმარება სომხეთის გასვლას რუსეთის ორბიტიდან და მხარს დაუჭერს მის ეკონომიკას რეგიონში მზარდი დაძაბულობის ფონზე, წერს Politico.
ბრიუსელში აშშ-ს სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შორის შეხვედრისას ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ევროკავშირი გამოყოფს 270 მილიონ ევროს სომხეთის მხარდასაჭერად მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში. ახალი და ამბიციური პარტნიორობის პროგრამის მიხედვით“.
მან მაღალი შეფასება მისცა „ზომებს, რომლებიც სომხეთმა მიიღო რუსეთის წინააღმდეგ ჩვენი სანქციების გვერდის ავლის საკითხში… ეს აჩვენებს, რომ ევროკავშირისა და სომხეთის ღირებულებები და ინტერესები კიდევ უფრო ემთხვევა“.
აზერბაიჯანი, რომელიც არის ბუნებრივი გაზის მთავარი ექსპორტიორი ევროკავშირში და აწარმოებს ომების სერიას სომხეთის წინააღმდეგ ბოლო წლებში, აპოროტესტებს სამმხრივ შეხვედრას. მოლაპარაკებების დაწყებამდე ფონ დერ ლაიენს სატელეფონო საუბარი ჰქონდა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან და ცდილობდა დაერწმუნებინა იგი ბრიუსელის თანამშრომლობის გაგრძელებაში “განახლებადი ენერგიის წყაროების, სატრანსპორტო კავშირების, ენერგოუსაფრთხოების და სხვა სფეროებში”.
მანამდე ბლინკენმა ალიევს ტელეფონით უთხრა, რომ საზღვარზე დაძაბულობის გაძლიერების საბაბი არ არსებობს და გააფრთხილა, რომ ნებისმიერი მხარის აგრესიული ქმედებები და რიტორიკა მშვიდობის პერსპექტივას შეაფერხებს.
როგორც Politico-მ გაარკვია, შეხვედრის წინა დღეს სომხეთმა ევროკავშირისა და აშშ-ის ოფიციალურ პირებს წარუდგინა დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებენ, რომ აზერბაიჯანი თავს უყრის დიდი რაოდენობით სამხედრო აღჭურვილობას, რომელიც მან ისრაელიდან და პაკისტანიდან შეიძინა.
სომხეთი აცხადებს, რომ აზერბაიჯანი წლის დასაწყისიდან დღეში საშუალოდ სამხედრო იარაღის ერთს ან ერთზე მეტ მიწოდებას ღებულობს.







