პოლიტიკა

სომხეთში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ 2000-ე პატრულირება სასაზღვრო რეგიონებში ჩაატარა

10 აპრილს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ სომხეთში (EUMA) საზღვრისპირა რეგიონებში 2000-ე პატრულირება ჩაატარა.

“არმენპრესის” ინფორმაციით, ამის შესახებ X-ის მიკრობლოგში სომხეთში ევროკავშირის მისიამ (EUMA გააკეთა შენიშვნა).

„მისიას დაევალა სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის სომხური მხარის მონიტორინგი და სიტუაციის შესახებ მოხსენება. ჩვენ ვაწარმოებთ პატრულირებას ეღეგნაძორის, კაპანის, გორის, ჯერმუკის, მარტუნისა და იჯევანის 6 ფრონტის ოპერატიული ბაზიდან“, – ნათქვამია მისიის განცხადებაში.

ნახეთ მეტი
Back to top button