საზოგადოება

სომხეთმა და საქართველომ საზღვრის დემარკაციის სამუშაოების განახლებაზე შეთანხმებას მიაღწიეს   –     საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე

სომხეთისა და საქართველოს მთავრობებმა მიაღწიეს შეთანხმებას საზღვრის დემარკაციის სამუშაოების განახლებაზე, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში შეჩერებული იყო.

ამის შესახებ “ARMENPRESS”-ის ცნობით, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ვაჰან კოსტანიანმა განაცხადა.

„ამ დროისთვის ორივე ქვეყანამ განაახლეს სადემარკაციო კომისიის შემადგენლობა, მაგრამ შეხვედრა ჯერ არ შემდგარა. ბუნებრივია, ორივე მხრიდან გარკვეული საშინაო დავალება კეთდება და ვიმედოვნებთ, რომ პირველ სესიას ბევრი  არ დააგვიანდება“, – განაცხადა მან.

კითხვაზე, ემზადება თუ არა სომხეთი ამ პროცესის ფარგლებში საქართველოსთვის გარკვეული ტერიტორიების დათმობას, კოსტანიანმა უპასუხა, რომ მოხდება დემარკაციის პროცესი, რომლის ლოგიკაა 1991 წლის ალმა-ათას დეკლარაციის საფუძველზე სასაზღვრო ხაზის აღდგენა  ყველა მეზობლთან.

ნახეთ მეტი
Back to top button