
ახლო აღმოსავლეთში შემდგომი დაპირისპირების თავიდან ასაცილებლად, სრ საგარეო საქმეთა სამინისტრო დიალოგისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ X-ის მიკრობლოგში აღნიშნა სრ საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურმა. „ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობის ზრდა სერიოზულ შეშფოთებას იწვევს. მოგიწოდებთ, პრიორიტეტული ყურადღება მიაქციოთ დიალოგს. აუცილებელია შემდგომი დაპირისპირების თავიდან აცილება“, – აცხადებენ უწყებაში.







