ეკონომიკა

მინისტრი: სამხედრო დარგის კომპანიებმა სომხეთის თავდაცვის სამინისტროსგან 300 მილიონ დოლარზე მეტი შეკვეთა მიიღეს

სამხედრო ინდუსტრიულ კომპლექსში ჩართულმა კომპანიებმა (ადგილობრივი – რედ.) სომხეთის თავდაცვის სამინისტროდან მიიღეს 122 მილიარდი დრამის (300 მილიონ დოლარზე მეტი – რედ.) შეკვეთები. ამის შესახებ სომხეთის მაღალტექნოლოგიური მრეწველობის მინისტრმა მხითარ ჰაირაპეტიანმა 15 აპრილს ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა.

„წლის ბოლომდე ველოდებით, რომ ეს მაჩვენებელი 191 მილიარდ დრამს (477 მილიონ დოლარზე მეტი – რედ.) მიაღწევს.

თავდაცვის სამინისტროდან შეკვეთა 25-მა კომპანიამ მიიღო. ჩვენ ველოდებით, რომ ეს მაჩვენებელი წლის ბოლომდე 29-ს მიაღწევს“, – დასძინა მან.

ნახეთ მეტი
Back to top button