საერთაშორისო

შსს-ს ინფორმაციით, რუსული კანონის წინააღმდეგ აქციაზე დაკავებულია 14 პირი

როგორც ქართული მედია წერს,

შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს და მიუთითებს, რომ პარლამენტთან, რუსული კანონის წინააღმდეგ აქციაზე , 14 ადამიანი დააკავეს, ერთი პოლიციელი კი დაშავდა.

“სამართალდამცველებმა არაერთხელ მოუწოდეს აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, რომ დამორჩილებოდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების კანონიერ მოთხოვნას, არ გასცდენოდნენ შეკრების და გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს, აქციის მონაწილეებმა არ გაითვალისწინეს მათი კანონიერი მოთხოვნა, დაარღვიეს საზოგადოებრივი წესრიგი, სამართალდამცველებს გაუწიეს წინააღმდეგობა და მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა, რის შედეგადაც პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების შესაბამისად 14 პირი დააკავა”, – ნათქვამია განცხადებაში.

მანამდე განცხადება გაავრცელა სახალხო დამცველმაც და მოუწოდა შსს-ს, რომ არ შეეშალა ხელი შეკრების მონაწილეებისთვის აქციის მშვიდობიანი ხასიათის გამო.

ნახეთ მეტი
Back to top button