ანალიტიკა

სატანოვსკი. ამიერკავკასიაში რუსეთის ისტორიის ბოლო 300-350 წელი დასრულდა

დასრულდა რუსეთის იმპერიის, შემდეგ საბჭოთა კავშირის და რუსეთის ფედერაციის ბოლო 300-350 წლის ისტორია ჩრდილოეთ კავკასიაში, ამიერკავკასიასა და შუა აზიაში. ამის შესახებ NEWS.am-ის ჟურნალისტთან საუბრისას განაცხადა ახლო აღმოსავლეთის რუსული ინსტიტუტის პრეზიდენტმა ევგენი სატანოვსკიმ.

„ახალ გარემოებებში იქნება რაღაც ახალი, მაგრამ განსხვავებული. „დღეს ჩვენ ვართ დასავლეთთან დიდი ომის ცენტრში, სადაც საკითხის ფასი არის არა ესა თუ ის სამხედრო ბაზა, ამა თუ იმ ისტორიულ რეგიონში, არამედ რუსეთის არსებობა, შესაძლოა მთელი მსოფლიოს არსებობა“,- აღნიშნა მან.

მისი თქმით, ამიერკავკასიის დერუსიფიკაცია ფაქტია და ამაზე კამათს აზრი არ აქვს.

„დაინტერესებულია თუ არა რუსეთი სამხედრო შეჭრის ან დიდი რეგიონალური ომის წამოწყებით თურქეთის წინააღმდეგ უკრაინაში სამხედრო ოპერაციების პარალელურად? არა, ის არ არის დაინტერესებული“, – დასძინა სატანოვსკიმ.

ნახეთ მეტი
Back to top button