პოლიტიკა

აზერბაიჯანის შესახებ მომხსენებელი. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში დასაბრუნებლად ბაქომ უნდა შეასრულოს მთელი რიგი მოთხოვნები

„ჩვენ გვინდა ვიხილოთ აზერბაიჯანი ასამბლეაში, მაგრამ ამისთვის აზერბაიჯანის ხელისუფლება უნდა წავიდეს გარკვეულ დათმობებზე და შეასრულოს მთელი რიგი მოთხოვნები“, – განაცხადა კრისტოფერსენმა Turan-თან ინტერვიუში.

კითხვაზე, თუ რა სახის დათმობებზეა საუბარი, კრისტოფერსენმა თქვა, რომ აზერბაიჯანის ხელისუფლებამ უნდა ითანამშრომლოს ასამბლეასთან და შექმნას პირობები ქვეყანაში თანამომხსენებლების შეუფერხებლად მუშაობისთვის, მათ შორის ციხეებში ვიზიტებისთვის. აზერბაიჯანმა ასევე უნდა შეასრულოს თავისი ვალდებულებები ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში.

მონიტორინგის კომისიის თანამომხსენებლებს, რომლებიც გასული წლის 3-7 ივნისს აზერბაიჯანში იმყოფებოდნენ, პოლიტპატიმრებთან შეხვედრის უფლება არ მისცეს.

ლიზ კრისტოფერსენმა აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ აზერბაიჯანის იუსტიციის მინისტრმა პირობა დადო, რომ მათ შემდეგი ვიზიტის დროს მიეცემათ ასეთი შესაძლებლობა, მაგრამ შემდეგ ვიზიტზეც, გასული წლის 20-21 ნოემბერს ისინი აღარ დაუშვეს.

მონიტორინგის კომისიის თანამომხსენებლების აზერბაიჯანში თავისუფლად მუშაობის აკრძალვამ და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხვა მომხსენებლების, ჰანა ბარდელისა და პოლ გავანის შესვლის აკრძალვამ, ისევე როგორც აგრესიამ არცახის წინააღმდეგ, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე 2024 წლის იანვარში გამოიწვია აზერბაიჯანის დელეგაციის ხმის მიცემის უფლების  ჩამორთმევა. აზერბაიჯანს ორგანიზაციის საქმიანობაში მონაწილეობის შესაძლებლობა ერთი წლით ჩამოერთვა.

ნახეთ მეტი
Back to top button