პოლიტიკა

დინა ტიტუსი აშშ-ს კონგრესს წარუდგენს აქტს აზერბაიჯანის წინააღმდეგ სანქციების დაწესების შესახებ

ამერიკელი კონგრესმენი დინა ტიტუსი გეგმავს კონგრესს მომავალ კვირას წარუდგინოს აქტი აზერბაიჯანის წინააღმდეგ სანქციების დაწესების შესახებ.

ამის შესახებ მან სომეხთა გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნისადმი ასევე სომხეთისა და მთიანი ყარაბაღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე “სამართლიანობა გენოციდისთვის”, განაცხადა.

“ის დაუწესებს სხვადასხვა სანქციებს აზერბაიჯანელ ოფიციალურ პირებს, რომლებიც ხელმძღვანელობდნენ ან განახორციელეს არცახის ეთნიკური წმენდა”, – თქვა კონგრესმენმა და დასძინა, რომ დროა ისინი აიძულონ (რედ. აზერბაიჯანელი ოფიციალური პირები) რომ გადაიხადონ ასეთი ქმედებებისთვის“, – თქვა ტიტუსმა.

ნახეთ მეტი
Back to top button