პოლიტიკა

აზერბაიჯანი ამახინჯებს სომხეთის მიერ წარმოდგენილ ფაქტობრივ მტკიცებულებებს – ეღიშე კირაკოსიანის გამოსვლა გაეროს სასამართლოში

„სომხეთი აზერბაიჯანის წინააღმდეგ“ საქმის მოსმენებზე მან განაცხადა, რომ აზერბაიჯანი ამახინჯებს სომხეთის მიერ წარმოდგენილ ფაქტობრივ მტკიცებულებებს.

ამის შესახებ “ARMENPRESS” -ის ცნობით, ეღიშე კირაკოსიანმა დასკვნითი სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა აზერბაიჯანული მხარის მიერ სასამართლოში წარმოდგენილ პროტესტებზე სომხეთის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებთან დაკავშირებით.

კირაკოსიანმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანის ტაქტიკა ჩავარდა და მისი პოზიცია არ უწყობს ხელს სამართლიანობის განხორციელებას.

„აზერბაიჯანის რასისტული ძალადობა, თვითნებური დაკავებები და, რა თქმა უნდა, ძალადობა ეთნიკური სომხების მიმართ, აშკარად შეიძლება მოთავსდეს რასობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომისიის (CERD) ფარგლებში. ეს საშინელი პრაქტიკა ეწინააღმდეგება ამ კომისიის ყველა მონაწილე სახელმწიფოს დაპირებებს“, – განაცხადა კირაკოსიანმა თავის გამოსვლაში.

მან დასძინა, რომ საერთაშორისო სასამართლოს აქვს ყველა საჭირო ელემენტი, რათა ადვილად უარყოს აზერბაიჯანის წინააღმდეგობები.

თავისი აზრის დასასრულს და მადლობა გადაუხადა რა  გაეროს სასამართლოს,  ეღიშე კირაკოსიანმა განაცხადა, რომ მოსამართლეებს შეუძლიათ  უარყონ და უარი უთხრან აზერბაიჯანის მიერ სასამართლო საქმის ფარგლებში წარმოდგენილ  პროტესტს, რადგან ისინი ეწინააღმდეგებიან  კანონის არსსა და იდეას.  

ნახეთ მეტი
Back to top button