პოლიტიკა

პუტინთან თქვეს, რომ სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო ხელშეკრულებაზე არის შეუთანხმებელი პუნქტები

სომხეთი და აზერბაიჯანი მუშაობენ სამშვიდობო ხელშეკრულებაზე, ჯერ კიდევ არის შეუთანხმებელი პუნქტები, ასევე მიმდინარეობს მოლაპარაკებები საზღვრის დემარკაციის შესახებ, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა პირველ არხთან ინტერვიუში.

„ახლა აბსოლუტურად ახალ ცხოვრებაზეა საუბარი, რა თქმა უნდა, არის აზერბაიჯანის ტერიტორია, ორ ქვეყანას შორის საზღვრების დემარკაციის შესახებ მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ნაწილი უკვე შეთანხმებულია. და ორი ქვეყანა მუშაობს სამშვიდობო ხელშეკრულებაზე, სადაც ასევე არის მუხლები, რომლებიც ჯერ არ არის შეთანხმებული“, – განაცხადა პესკოვმა, იუწყება ,,რია ნოვოსტი“.

ნახეთ მეტი
Back to top button