საზოგადოება

სომეხთა გენოციდის მუზეუმ-ინსტიტუტი 24 აპრილს ღია იქნება ყველა დამთვალიერებლისთვის

24 აპრილს სომეხთა გენოციდის მუზეუმ-ინსტიტუტი 10:00-დან 20:00 საათამდე იმუშავებს, კარი ყველა დამთვალიერებლისთვის ღია იქნება. Armenpress-ის პრეს-დარბაზში გამართულ პრესკონფერენციაზე სომხების გენოციდის მუზეუმ-ინსტიტუტის დირექტორმა ედიტა გზოიანმა აღნიშნა, რომ იმ დღეს დელეგაციების ვიზიტებიც არის მოსალოდნელი. ამჟამად ფრანგული დელეგაციების ვიზიტი დადასტურებულია.

„24 აპრილს მუზეუმი საგანგებო რეჟიმში იმუშავებს. მუზეუმში შესვლა თავისუფალია, სტუმრობა ყველას შეუძლია, მიუხედავად იმისა, დელეგაციასთან ერთად მოვიდა თუ არა. სტუმრებს მთელი დღე მივიღებთ“, – განაცხადა ედიტა გზოიანმა.

24 აპრილის წინ, 23 აპრილს, სომეხთა გენოციდის მუზეუმ-ინსტიტუტი გახსნის დროებით გამოფენას სახელწოდებით „სომეხი ქალი: გენოციდის მსხვერპლი და გმირი“. გამოფენის მიზანია გამოკვეთოს სომეხი ქალის ბედი სომეხთა გენოციდის დროს, მაგრამ ამავე დროს წარმოაჩინოს მისი არაჩვეულებრივი სიმამაცე და გამძლეობა.

„ამ გამოფენის საშუალებით გვინდა, დავფიქრდეთ სომეხი ქალების ბედზე, მათ როლსა და მისიაზე სომეხთა გენოციდის დროს. სომეხი ქალის იმიჯი გენოციდამდე და მის უფლებებთან დაკავშირებული საკითხები წარმოდგენილია ცალკე სათაურებით. გამოფენაზე წარმოდგენილია სომეხი ქალების ინდივიდუალური ისტორიები“, – განაცხადა ედიტა გზოიანმა.

გამოფენაში შესულია სომეხი ქალის ცხოვრებასა და ცხოვრების წესთან დაკავშირებული მრავალი პირადი ნივთი, ორიგინალური ექსკლუზიური ფოტოები, დოკუმენტები, მემუარები, დოკუმენტური ფილმი და ა.შ.

გამოფენა 2025 წლის აპრილამდე გაგრძელდება.

ნახეთ მეტი
Back to top button