პოლიტიკა

გერმანიის კანცლერმა მაღალი შეფასება მისცა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის კონფლიქტის მოგვარების შანსებს

გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების შანსი უფრო მეტია, ვიდრე ოდესმე.

როგორც „არმენპრესი“ იუწყება, ამის შესახებ შოლცმა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„კარგია, რომ ორი ქვეყნის ლიდერები დიალოგში არიან. მე ველი, რომ ორივე მხარე გამოიჩენს საჭირო კონსტრუქციულობას“, – განაცხადა მან.

„რა თქმა უნდა, ჩვენ პირველ რიგში განვიხილეთ კონფლიქტი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის და ერთსულოვანი ვართ იმაში, რომ ეს კონფლიქტი უნდა მოგვარდეს მშვიდობიანი გზით. ამის შანსი უფრო მაღალია, ვიდრე ოდესმე“, – დასძინა მან.

შოლცმა აღნიშნა, რომ, მისი აზრით, წელს სამშვიდობო ხელშეკრულებას მოეწერება ხელი.

ნახეთ მეტი
Back to top button