მთავარიპოლიტიკა

ევროპარლამენტმა ბაქოს პოლიტპატიმრების დაუყოვნებლივ და უპირობოდ გათავისუფლებისკენ მოუწოდა

ევროპარლამენტმა მიიღო სამი რეზოლუცია ადამიანის უფლებათა საკითხებზე აზერბაიჯანში, გამბიასა და ჰონგ კონგში. აზერბაიჯანის შესახებ რეზოლუცია მიღებული იქნა  ხმათა უმრავლესობით:  474 მომხრე, 4 წინააღმდეგი და 51 თავი შეიკავა.

ევროპარლამენტის დეპუტატებმა ბაქოს პოლიტპატიმრების დაუყოვნებლივ და უპირობოდ გათავისუფლებისკენ მოუწოდეს. აღნიშნულია, რომ აზერბაიჯანში ადამიანის უფლებების უწყვეტი დარღვევა შეუთავსებელია გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის კონფერენციის ჩატარების საქმიანობასთან.

ევროკომისიას მოუწოდეს შეაჩერებული იქნას  ენერგეტიკული თანამშრომლობა აზერბაიჯანთან და ამ ქვეყანასთან მომავალი თანამშრომლობა განაპირობებული იქნეს  პოლიტპატიმრების გათავისუფლებითა და ადამიანის უფლებათა ზოგადი მდგომარეობის გაუმჯობესებით. საკონსულტაციო რეზოლუცია ითხოვს სანქციების დაწესებას აზერბაიჯანის იმ ოფიციალური პირების მიმართ, რომლებმაც ჩაიდინეს ადამიანის უფლებების დარღვევა.

ნახეთ მეტი
Back to top button