პოლიტიკა

ოვერჩუკი  –   რუსეთი ელოდება ფაშინიანს ევრაზიის ეკონომიკური კავშირის  სამიტზე მოსკოვში

რუსული მხარე ელოდება სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის მონაწილეობას ევრაზიის ეკონომიკური კავშირის  სამიტში. ამის შესახებ ჟურნალისტებს რუსეთის ვიცე-პრემიერმა ალექსეი ოვერჩუკმა განუცხადა.

„ველოდებით“, – უპასუხა ოვერჩუკმა კითხვას, მიიღებს თუ არა მონაწილეობას ფაშინიანი სამიტში.

აღსანიშნავია, რომ 8 მაისს მოსკოვში ევრაზიის ეკონომიკური კავშირის (EEU) საიუბილეო სამიტი გაიმართება.

ნახეთ მეტი
Back to top button