პოლიტიკა

ოკამპომ წარმოადგინა მოხსენება „მთიანი ყარაბაღის სომხების იძულებითი დეპორტაციის საერთაშორისო სამართლებრივი ასპექტები“

25 აპრილს ბუნდესტაგის ადამიანის უფლებათა კომისიაში ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა ლუის მორენო ოკამპომ პრეზენტაცია გამართა თემაზე „მთიანი ყარაბაღის სომხების იძულებითი დეპორტაციის საერთაშორისო სამართლებრივი ასპექტები”․

„არმენპრესის“ ცნობით, გერმანიაში სომხეთის საელჩოს პრესრელიზში ნათქვამია, რომ მოხსენებას მოჰყვა დისკუსია ბუნდესტაგის ადამიანის უფლებების, საგარეო ურთიერთობების, სამართლებრივი საკითხების, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების კომიტეტების წევრების მონაწილეობით. ესწრებოდნენ ბუნდესტაგის ყველა ფრაქციების დეპუტატები. დისკუსიას მოდერატორი იყო ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარის მოადგილე, ნორბერტ ალტენკამპი.

ნახეთ მეტი
Back to top button