მთავარიპოლიტიკა

ასტანა არ არის შუამავალი ერევანსა და ბაქოს შორის ალმათიში დაგეგმილ მოლაპარაკებებში

ყაზახეთი არ იქნება შუამავალი სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის ალმათიში დაგეგმილ მოლაპარაკებებში.

ამის შესახებ TASS-ი  ყაზახეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის აიბეკ სმადიაროვის სიტყვებზე დაყრდნობით იტყობინება.

„მსგავს მოლაპარაკებებს ალმათიში ვგეგმავთ. ახლა ჩვენ კონტაქტზე ვართ ჩვენს პარტნიორებთან აზერბაიჯანში და სომხეთში. მოახლოებული მოლაპარაკებები მხოლოდ მხარეებს შორის გაიმართება“, – განაცხადა საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა და აღნიშნა, რომ საუბარია არა ასტანას შუამავლობაზე, არამედ ყაზახეთის მხრიდან კეთილგანწყობის სერვისის მიწოდებაზე“, – განაცხადა მან.

საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა შეახსენა, რომ ყაზახეთის პრეზიდენტმა კასიმ-ჯომარტ ტოკაევმა აზერბაიჯანსა და სომხეთში ბოლო ვიზიტის დროს აღნიშნა ამ ქვეყნებს შორის ძლიერი და გრძელვადიანი მშვიდობის დამყარების მნიშვნელობაზე.

ნახეთ მეტი
Back to top button