პოლიტიკა

სრ დეპუტატმა სომხეთსა და ირანს შორის სამხედრო შეთანხმების აუცილებლობაზე ისაუბრა

სომხეთის  ეროვნული ასამბლეის დეპუტატმა, თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხთა მუდმივმოქმედმა კომიტეტის წევრმა, ანა გრიგორიანმა IRNA-სთვის მიცემულ ინტერვიუში ხაზი გაუსვა სომხეთსა და ირანს შორის სამხედრო შეთანხმების აუცილებლობას უსაფრთხოების საერთო პრობლემების გადასაჭრელად.

„არმენპრესის“ ცნობით, 29 აპრილს გამოქვეყნებულ ინტერვიუში, სრ ეროვნული ასამბლეის წევრმა გამოთქვა რწმენა, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების განვითარების პოტენციალი ძალიან მაღალია. მან ხაზი გაუსვა ირანის მრავალრიცხოვან განცხადებებს სომხეთის ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნებასთან დაკავშირებით.

გრიგორიანმა აღნიშნა, რომ მიუხედავად ირანის მტკიცე განცხადებებისა, რომელიც მხარს უჭერს სომხეთის ტერიტორიულ მთლიანობას, ორ ქვეყანას ამჟამად არ აქვთ რაიმე კონკრეტული სამხედრო შეთანხმება.

დეპუტატმა გამოთქვა რწმენა, რომ ირანის პოზიცია რეგიონული საზღვრების შენარჩუნებასთან დაკავშირებით არ შეიცვლება, რადგან ეს საკითხი მისთვის ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე „წითელი ხაზია“.

ნახეთ მეტი
Back to top button