პოლიტიკა

თავდაცვის სამინისტროს სამედიცინო ბატალიონი უნგრეთში მრავალეროვნულ სამხედრო სწავლებაში „მამაცი მეომარი-2024“ მონაწილეობს.

2024 წლის 30 აპრილიდან, სომხეთის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო სამედიცინო დახმარების დეპარტამენტის სამედიცინო ბატალიონი (მოძრავი საველე ჰოსპიტალი) განლაგებულია უნგრეთის რესპუბლიკის ვარპალუტას რეგიონში, ბაკონიკუტის სამხედრო პოლიგონზე. NATO Centre of Excellence for Military Medicine -მიერ ორგანზებულ “მამაცი მეომარი-2024” (Vigorous Warrior 2024) მრავალეროვნულ სამხედრო წვრთნებში მონაწილეობის მისაღებად.

“არმენპრესის” ინფორმაციით, ამის შესახებ თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს.

უდიდეს საერთაშორისო სამხედრო სამედიცინო ღონისძიებაში 32 ქვეყნის შეიარაღებული ძალების სამხედრო სამედიცინო ქვედანაყოფები და 7 სამოქალაქო ორგანიზაცია მონაწილეობენ.

ღონისძიება 10 მაისამდე გაგრძელდება.

ნახეთ მეტი
Back to top button