მთავარიპოლიტიკა

რუსეთთან ურთიერთობაში არის გარკვეული საკითხები და პრობლემები, რაზეც ჩვენ ვაწარმოებთ დიალოგს   –    მირზოიანი

სომხეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობის კონტექსტში არის გარკვეული პრობლემები და საკითხები, რომლებზეც მხარეები დიალოგს აწარმოებენ. ამის შესახებ სომხეთის  საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა Al-Jazeera-სთვის მიცემულ ინტერვიუში განუცხადა.

„სომხეთ-რუსეთის ურთიერთობების კონტექსტში არის გარკვეული პრობლემები და საკითხები და დიახ, ჩვენ გვაქვს დიალოგი ამ საკითხებზე. მათში არის საკითხები, რომლებიც სრულ ურთიერთგაგებას მოითხოვს, მაგრამ მე მჯერა, რომ ასეთი საკითხები ყველა ურთიერთობაში არსებობს. ჩვენ ვაღრმავებთ ურთიერთობებს სხვა პარტნიორებთან, მათ შორის ევროკავშირთან და აშშ-სთან დემოკრატიული რეფორმების განხორციელების და სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე სტაბილურობის უზრუნველყოფის საკითხში. ისინი არიან ჩვენი მთავარი პარტნიორები დემოკრატიული რეფორმებისა და ეკონომიკის დივერსიფიკაციის უზრუნველსაყოფად და ა.შ. უკვე მეორე წელია, რაც სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის გასწვრივ ევროკავშირის სამოქალაქო სადამკვირვებლო მისიის ყოფნა ერთ-ერთი არსებითი ხელშემწყობი ფაქტორია“, – აღნიშნა  სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ნახეთ მეტი
Back to top button