საერთაშორისო

ამერიკელ კონგრესმენს ბრალი აზერბაიჯანიდან ქრთამის აღებაში წაუყენეს

აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის დემოკრატ კონგრესმენ ჰენრი კუელარს და მის მეუღლეს ბრალი წაუყენეს აზერბაიჯანიდან დაახლოებით 600 000 დოლარის ქრთამის აღებისთვის. “ARMENPRESS”-ის ცნობით, ამის შესახებ “ინტერფაქსი” ტეხასის ფედერალური სასამართლოს საბრალდებო დასკვნაზე დაყრდნობით იუწყება.

კუელარს ბრალად ედება აზერბაიჯანული ნავთობკომპანიიდან და მექსიკის ბანკიდან გადახდების მიღება. აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტის ცნობით, კონგრესმენმა ფული გაათეთრა საკონსულტაციო კონტრაქტების მეშვეობით მისი მეუღლის, იმელდე კუელარის მფლობელ კომპანიებში.

იუსტიციის დეპარტამენტის ვერსიით, კონგრესმენმა თავისი გავლენა აშშ-ის კონგრესის მაღალჩინოსნებზე უცხოური კომპანიისა და ბანკის სასარგებლოდ გამოიყენა.

კონგრესმენს და მის მეუღლეს ბრალი წაუყენეს ქრთამის მისაღებად შეთქმულებაში, უცხოური აგენტების როლის შემსრულებელი საჯარო მოხელეების აკრძალვის დარღვევაში და ფულის გათეთრებაში. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, პოლიტიკოსს და მის მეუღლეს ათობით წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

ამერიკული მედიის ცნობით, წყვილი სასამართლოში პირველად გუშინ გამოცხადდა, სადაც 100 000 დოლარიანი გირაოს სანაცვლოდ მათი გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღეს. გუშინ გამოქვეყნებულ განცხადებაში კონგრესმენი ამტკიცებდა, რომ ის და მისი მეუღლე უდანაშაულოები არიან.

ნახეთ მეტი
Back to top button