საზოგადოება

ინდოეთმა გააუმჯობესა სომხეთისთვის მიწოდებული საარტილერიო სისტემები

ინდოეთის წარმოების 155 მმ/52 საარტილერიო სისტემები (ATAGS), რომელიც ახლახან შეიძინა სომხეთმა, განახლდა ინდოეთის იარაღის მწარმოებელი Bharat Forge-ის მიერ, გახდა უფრო მარტივად გამოსაყენებელი.

ამის შესახებ „ARMENPRESS“-ის ინფორმაციით, „ინდური თავდაცვის კვლევითი ფრთა“ კომპანიის დირექტორ ბაბა კალიანზე დაყრდნობით  იტყობინება.

საარტილერიო კომპლექსებში დამონტაჟდა ბალისტიკური კომპიუტერები გამარტივებული ინტერფეისით, რაც ამცირებს საარტილერიო გამოთვლებში შეცდომის ალბათობას.

ბალისტიკური კომპიუტერები ასევე უზრუნველყოფენ სახმელეთო სანავიგაციო სისტემებთან ინტეგრაციას, რაც უფრო ზუსტი დამიზნების საშუალებას იძლევა.

წყაროს ცნობით, ATAGS შეიძლება ადაპტირებული იყოს სომხეთის სატელიტურ სისტემასთან დასაკავშირებლად, რაც კიდევ უფრო გაუმჯობესებული სამიზნე შესაძლებლობების საშუალებას იძლევა. ATAGS ინტერფეისის მორგებითა და ნავიგაციის ინტეგრირებით, ინდოეთი თავს ვალდეულად ხდის  პარტნიორ  ქვეყანას მოსახერხებელი და ადაპტირებადი სამხედრო გადაწყვეტილებების მიაწოდოს.

ნახეთ მეტი
Back to top button