მთავარიპოლიტიკა

სომხეთში ოთხდღიანი ვიზიტით ჩამო ვიდაგაეროს გენერალური მდივნის თანაშემწე

გაეროს გენერალური მდივნის თანაშემწე, გაეროს განვითარების პროგრამის ადმინისტრატორის მოადგილე, ევროპისა და დსთ-ს ქვეყნების რეგიონალური ბიუროს დირექტორი ივანა ჟივკოვიჩი 5 მაისს 4-დღიანი ვიზიტით სომხეთში ჩამოვიდა.

ქ-ნი ჟივკოვიჩის ვიზიტის მიზანია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პარტნიორობის განხილვა სომხეთის მთავრობასთან, ადგილზე გაეცნოს UNDP-ის ძირითად ინტერვენციებს, მათ შორის ლტოლვილთა კრიზისზე რეაგირებას, და განიხილოს UNDP-ის განვითარების დღის წესრიგი და ძირითადი პრიორიტეტები საერთაშორისო და ეროვნულ პარტნიორებთან.

სომხეთში გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივი წარმომადგენლის ნათია ნაცვლიშვილის თანხლებით  იგი შეხვდება ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტს სომხეთში საპარლამენტო დემოკრატიის ახალი პროგრამის დასაწყებად, ასევე შეხვდება სომხეთის ვიცე-პრემიერს და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს. ის ასევე გამართავს დისკუსიებს გაეროს ქვეყნის გუნდთან, დიპლომატიურ კორპუსთან, განვითარების პარტნიორებთან, ასევე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან.

ქალბატონი ჟივკოვიჩი ეწვევა გაეროს განვითარების პროგრამის პროექტებს გეღარკუნიკის, ტავუშის, არარატის, ვაიოც ძორისა და სიუნიკის რეგიონებში და შეხვდება ბენეფიციარებს. ივანა ჟივკოვიჩმა მოვალეობის შესრულება  2022 წლის სექტემბერში დაიწყო.

დანიშვნამდე მუშაობდა ხორვატიის საგარეო და ევროპულ საქმეთა სამინისტროში ეკონომიკური და განვითარების თანამშრომლობის გენერალურ დირექტორად. ქ-ნი ჟივკოვიჩს აქვს მაგისტრის წოდება  საერთაშორისო ეკონომიკაში და ეკონომიკის ბაკალავრის ხარისხი  ზაგრების უნივერსიტეტიდან.

ნახეთ მეტი
Back to top button