პოლიტიკა

სომხურმა იურიდიულმა ცენტრმა აზერბაიჯანის 40-ზე მეტი თანამდებობის პირის მიმართ „მაგნიტსკის გლობალური სანქციების“ გამოყენების შესახებ ოფიციალური მოთხოვნა წარადგინა

Hay Dat-ის სისტემაში მოქმედმა „სომხურმა მართლმსაჯულებისა და ადამიანის უფლებათა ცენტრმა“ (ALC) წარუდგინა განცხადება „მაგნიტსკის გლობალური სანქციების“ გამოყენების უზრუნველსაყოფად აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტსა და ფინანსთა დეპარტამენტს 40-ზე მეტი მაღალი რანგის  აზერბაიჯანელი ჩინოვნიკების  მიმართ.

როგორც Hay Dat-ის ცენტრალური ოფისის პრესრელიზიდან იტყობინება, 7 განაცხადი შემოვიდა ერევანში მოქმედ „საერთაშორისო და შედარებითი სამართლის ცენტრთან“ ერთობლივი მუშაობის შედეგად, ასევე არაერთი საერთაშორისო ორგანიზაციების, მათ შორის ლემკინის გენოციდის პრევენციის ინსტიტუტი  ჩართულობით.

„ეს განცხადებები პირდაპირი პასუხია არცახის ომის დროს განხორციელებულ სამხედრო დანაშაულებსა და ადამიანის უფლებათა დარღვევებზე, რომლის კულმინაცია იყო არცახის ეთნიკური წმენდა და მკვიდრი მოსახლეობის იძულებითი გადასახლება“, – ნათქვამია განცხადებაში.

ამ საქმეების წარდგენის შესახებ სომხური იურიდიული ცენტრის პრეზიდენტმა კენ ხაჩიკიანმა აღნიშნა:

„სომხური იურიდიული ცენტრი პასუხისმგებელია   ომის დანაშაულებისა და ადამიანის უფლებების დარღვევისთვის  სამართლიანობის აღდგენით,  „გლობალური მაგნიტსკის აქტის“ ფარგლებში აზერბაიჯანელი ოფიციალური პირების წინააღმდეგ სანქციების ინიცირებით, ჩვენ მიზნად ვისახავთ ს დამნაშავეებმა პასუხი აგონ  მათი  ქმედებებისათვის და უზრუნველვყოთ სამართლიანობის განხორციელება“.

სომხეთის იურიდიული ცენტრი მოუწოდებს აშშ-ს მთავრობას გადამწყვეტი ზომები მიიღოს იმ პირების წინააღმდეგ, ვინც პასუხისმგებელია ადამიანის უფლებების სერიოზულ დარღვევაზე, მათ შორის ომისა და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებებზე. ცენტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მთიანი ყარაბაღის სომხების, სომხეთისა და ყველა სომეხის წინააღმდეგ ჩადენილი სისასტიკე საჭიროებს სწრაფ და მტკიცე რეაგირებას სამართლიანობის უზრუნველსაყოფად და მომავალი სისასტიკეების თავიდან ასაცილებლად.

ამერიკული კანონმდებლობით გათვალისწინებული “მაგნიტსკის გლობალური სანქციების” გამოყენების პროცედურების კომპლექსური ხასიათისა და შესაბამისი სამართლებრივი და პოლიტიკური პროცესების უზრუნველყოფის აუცილებლობის გათვალისწინებით, Hay Dat-ის ამერიკული კომიტეტი ახორციელებს ქმედებებს, რომლებიც მიზნად ისახავს კონგრესის ზეწოლას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტზე .

ამ სამუშაოს პირველი შედეგი ცნობილი გახდა უკვე გასულ კვირას, როდესაც 20-მდე დეპუტატისაგან შემდგარმა  ორპარტიულმა ჯგუფმა დინა ტიტუსის და გუს ბილირაკისის ხელმძღვანელობით, წარმოადგინა რეზოლუციის პროექტი წარმომადგენელთა პალატაში იმავე აზერბაიჯანელი ჩინოვნიკების წინააღმდეგ მიზანმიმართული სანქციების დაწესების შესახებ.

ნახეთ მეტი
Back to top button