პოლიტიკა

ამბობენ, რომ სომხეთი ვექტორს იცვლის, რუსეთმა კი უკვე მიმართულება აზერბაიჯანით შეიცვალა –  დეპუტატი

სომხეთისათვის საფრთხე ძირითადად თვითონვე არიან.    ამ დემონტრაციებს ძირითადად სომხეთის განადგურების მიზანი აქვთ,   მაგრამ სომხეთი არც განადგურდება და ვერც ისინი მოვლენ სათავეებში.  ამის შესახებ NEWS.am-თან საუბარში პარლამენტის  ფრაქცია „სამოქალაქო შეთანხმების“ დეპუტატმა გაგიკ მელქონიანმა აღნიშნა.

„ძალიან რთული და ძნელი  იყო ბაგრატ სრბაზანის არჩევანი, თვალი ადევნეთ, რომ ხალხმა მას რაიმე ზედმეტსახელი არ მიაკეროს.  მაგალითად, არ თქვან, რომ ის მოღალატეა, ნუ მიამაგრებთ ამ იარლიყს. მათ  მიჰყავთ ქვეყანა ნგრევისაკენ, რუსიფიკაციისკენ.

შევადაროთ, რას გვთავაზობდა დასავლეთი და რას გვთავაზობდა რუსეთი საუკუნეების მანძილზე. რამდენი ტერიტორია გვქონდა როცა რუსეთის უღლის ქვეშ ვიყავით და რამდენი ტერიტორია დავკარგეთ? ნახეთ რამდენი ტერიტორია აჩუქეს თურქეთს ლენინამდე. მოვიდა ლენინი და ნახევარი სომხეთი მისცა თურქეთს. ახლა 2020 წელს ომი დაიწყო, ჩვენ დავკარგეთ არცახი. ჩვენი მოკავშირე იყო რუსეთი. მაგალითისთვის, როდესაც ირანმა დაბომბა ისრაელი, ისრაელის მოკავშირეებმა, შეერთებულმა შტატებმა და ბრიტანეთმა, ისე ქნეს, რომ ისრაელის ტერიტორიაზე არც ერთი ჭურვი არ დაცემულა.  ნამდვილი მოკავშირეობა ესაა.  რუსეთმა გადასცა არცახი აზერბაიჯანს, ახლა შემოტრიალდა და ზანგეზური და მთელი სომხეთი უნდა.  ჩვენ  გვყავდა მოკავშირე, რომელიც სამწუხაროდ იცავდა ჩვენი მტრის ინტერესებს. 2020 წლიდან  მან თავისი ვექტორი აზერბაიჯანისკენ მიმართა. ახლა ამბობენ, რომ სომხეთი ვექტორს იცვლის, რუსეთმა კი უკვე შეცვალა ვექტორი. რუსეთს აქვს სამხედრო ალიანსი აზერბაიჯანთან, მან აზერბაიჯანს 5-6 მილიარდი დოლარის იარაღი მიჰყიდა“, – განაცხადა მან.

აზერბაიჯანი დღისათვის რუსეთის მოკავშირეა, მაგრამ მეგობრობს ყველასთან, ვაჭრობს ყველასთან.   „აზერბაიჯანს შეუძლია, ჩვენარა?  ჩვენც ასევე გვინდა მეგობრობა რუსეთთან, ყაზახეთთან, უკრაინასთან და ევროპასთან. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ჩვენი ხალხის უსაფრთხოებისთვის, ჩვენი არმიის გასაძლიერებლად.  არცერთ სახელმწიფოს არ უნდა ვენდოთ,  მერე რომ არ ვთქვათ ვთქვათ,  რუსეთმა „გადაგვაგდო“. გვყავდეს ჯარი, გავძლიერდეთ და არც რუსეთი დავადანაშაულოთ და არც ამერიკა ან სხვა ვინმე.  ჩვენ გვჭირდება თანამედროვე იარაღი, უნდა ვიყიდოთ მათგან, ვინც მათ ყიდის. არავის ჯარისკაცები არ გვინდა აქ, სომხეთის ტერიტორიაზე.  ჩვენ შეგვიძლია ჩვენი ჯარისკაცებით დავიცვათ ჩვენი ქვეყანა, მაგრამ გვჭირდება თანამედროვე იარაღი“, -აღნიშნავს გაგიკ მელქონიანი.

ნახეთ მეტი
Back to top button