პოლიტიკა

პუტინმა ოფიციალურად დაიკავა რუსეთის პრეზიდენტის პოსტი ექვსი წლის ვადით

ვლადიმერ პუტინმა  ოფიციალურად დაიკავა რუსეთის პრეზიდენტის პოსტი ექვსწლიანი ვადით. ამის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს პრეზიდენტმა ვალერი ზორკინმა განაცხადა.

პუტინმა ხალხის წინაშე  ფიცი დადო. ზორკინმა პუტინს გადასცა საპრეზიდენტო ძალაუფლების სიმბოლოები, მათ შორის საპრეზიდენტო სამკერდე ნიშანი, წმინდა გიორგის ოქროს ჯვარი რუსეთის ფედერაციის გერბის გამოსახულებით  ოქროს ჯაჭვზე სლოგანით „სარგებელი, პატივი და დიდება“.

ეს პუტინის მეხუთე ვადაა, როგორც სახელმწიფოს მეთაური. მისი პირველი ორი ვადა ოთხ-ოთხი წელი გაგრძელდა. რუსეთის კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის შემდეგ, სახელმწიფოს მეთაურის მანდატი 6 წლამდე გაგრძელდა. პუტინმა პირველი ექვსწლიანი ვადა 2012 წელსდასრულდა,  მეორე კი 2018 წელს.

2020 წლის ძირითად კანონში შეტანილმა ცვლილებებმა მას საშუალება მისცა მონაწილეობა მიეღო 2024 წლის არჩევნებში, რომელიც მან ხმების რეკორდული 87,28%-ით გაიმარჯვა.

პუტინის ამჟამინდელი უფლებამოსილება 2030 წლის 7 მაისს დასრულდება.

ნახეთ მეტი
Back to top button