პოლიტიკა

სომხეთი ევროკავშირის წევრი ქვეყნებისთვის განახლებადი ენერგიის მიწოდებას განიხილავს

სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა უნგრელ კოლეგასთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე ისაუბრა ინიციატივა „მშვიდობის გზაჯვარედინზე“ და აღნიშნა, რომ სომხეთს ესმის საერთაშორისო ეკონომიკური პროგრამების მნიშვნელობა და იმედოვნებს, რომ იქნება ამ ინიციატივის ნაწილი.

  „რა თქმა უნდა, ეკონომიკური თანამშრომლობა ასევე უაღრესად მნიშვნელოვანია ჩვენს ურთიერთობებში და ზოგადად საერთაშორისო ურთიერთობებში და მინდა კიდევ ერთხელ გაცნობოთ და საზოგადოებას ვესაუბრო  სომხეთის სურვილის შესახებ, გაიგოს საერთაშორისო ეკონომიკური პროგრამების მნიშვნელობა და იყოს ამ საერთაშორისო ეკონომიკურ პროგრამების ნაწილი, ასევე მინდა ვისაუბრო სომხურ ინიციატივაზე “მშვიდობის გზაჯვარედინზე”, – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

პროექტი “მშვიდობის გზაჯვარედინზე”  გეგმავს განბლოკოს ყველა სატრანსპორტო და არა მხოლოდ სატრანსპორტო კვანძი, კავშირები, ინფრასტრუქტურა სამხრეთ კავკასიაში, რაც შესაძლებელს გახდის აღმოსავლეთიდან მგზავრების, საქონლისა და სერვისების გადაზიდვას დასავლეთისკენ, მათ შორის სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიის გავლით.

„ამავე კონტექსტში ჩვენ ასევე განვიხილავთ სომხეთის მიერ ევროკავშირის წევრი ქვეყნებისთვის განახლებადი ენერგიის მიწოდების საკითხს. ამ კუთხით არის კონკრეტული ინიციატივები, პროგრამები, რომლებიც ჯერ კიდევ განხილვის პროცესშია ან მალე განხორციელდება. სომხეთს, რა თქმა უნდა, სურს იყოს ყველა ამ ინიციატივის ნაწილი“, – განაცხადა მირზოიანმა.

ნახეთ მეტი
Back to top button