მთავარიპოლიტიკა

განიხილავს თუ არა ფაშინიანი პუტინთან შეხვედრისას კუხო-დან  გასვლის საკითხს  –  რას უნდა ველოდოთ დღევანდელი  შეხვედრისგან

მიუხედავად იმისა, რომ პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი მონაწილეობას არ ღებულობდა რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ინაუგურაციის ცერემონიაში, ის პუტინს დღეს 8 მაისს, ნახევარწლიანი პაუზის  შემდეგ შეხვდება. ფაშინიანი პირველ რიგში უხელმძღვანელებს ევრაზიის უმაღლესი ეკონომიკური საბჭოს საიუბილეო სესიას, რომელსაც მოჰყვება ორმხრივი შეხვედრა. ინფორმაციას factor.am აქვეყნებს.

 რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ, იური უშაკოვმა განაცხადა, რომ ბევრი საკითხია განსახილველი. „ბოლო დროს, პრობლემური საკითხები დაგროვდა რუსეთსა და სომხეთს შორის ურთიერთობებში, რაც, როგორც მოველით, ღიად განიხილება ლიდერებს შორის. თქვენ იცით, რომ ფაშინიანმა აპრილში განაცხადა, რომ მოსკოვთან ურთიერთობა არ განიცდის საუკეთესო პერიოდს. ბოლო დროს ჩვენს ქვეყნებს შორის კონტაქტები სხვადასხვა დონეზე შესამჩნევად შემცირდა. კრიტიკა მიმართულია როგორც რუსეთის, ასევე კუხო-ს მიმართაც“, – განაცხადა უშაკოვმა.

კრემლის წარმომადგენლის თქმით, სომხეთი კუხო-ს დაფინანსებისგან თავის შეკავებას აპირებს. ამ საკითხზე კომენტარის მიღება სომხეთის  საგარეო საქმეთა სამინისტროდან ვერ მოხერხდა. რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ სომხეთი ავითარებს ურთიერთობებს დასავლეთთან, მათ შორის განიხილავს ევროკავშირში გაწევრიანების ვარიანტებს და ააქტიურებს კავშირებს ნატოსთან. პუტინთან დღეს დაგეგმილ შეხვედრასთან  დაკავშირებით  ფაშინიანმა ფრჩხილები არ გახსნა, მხოლოდ დაადასტურა, რომ ბევრი პრობლემაა დაგროვილი.

„ჩვენ გვქონდა მოსაზრება, რომ ეს საკითხები წამოჭრილია სომხეთსა და რუსეთს შორის მეგობრული ურთიერთობების კონტექსტიდან ნეგატიური ნიუანსების ამოღების მიზნით და, რა თქმა უნდა, განვიხილავთ ჩვენი ურთიერთობების მთელ დღის წესრიგს, როგორც ორმხრივს, ასევე მრავალმხრივს“, – განაცხადა ფაშინიანნა.

რას უნდა ველოდოთ ფაშინიან-პუტინის შეხვედრისგან, შესაძლებელია თუ არა დღის წესრიგში სომხეთის კუხო-დან გასვლის საკითხიც დადგეს?

პოლიტოლოგი სტეპან გრიგორიანი კი ფიქრობს. მიუხედავად იმისა, რომ სომხეთმა არ დატოვა კუხო, ის არ მონაწილეობს ორგანიზაციის საქმიანობაში, მათ შორის ერთობლივ სამხედრო წვრთნებში. ნიკოლ ფაშინიანმა ქვეყნის ნომერ პირველი პოლიტიკური პლატფორმიდან განაცხადა, რომ კუხო  დე იურე უარს ამბობს თავისი პასუხისმგებლობის სფეროს სომხეთში რეგისტრაციაზე და სათანადოდ არ უპასუხა სომხეთის უსაფრთხოების გამოწვევებს, მეტიც, სომხეთს უსაფრთხოების პრობლემები შეუქმნა. ცოტა ხნის წინ მან ასევე განაცხადა, რომ სომხეთმა დე ფაქტო გაყინა კუხო-ში წევრობა. ისაუბრებს თუ არა ფაშინიანი ამ ყველაფერზე პირდაპირ რუსეთის პრეზიდენტთან? სტეპან გრიგორიანი ამას არ გამორიცხავს. პოლიტოლოგის თქმით, პუტინი ფაშინიანს შესთავაზებს დასავლეთთან დაახლოების განზრახვას თავი დაანებოს და სანაცვლოდ არაფერს შესთავაზებს.

პოლიტოლოგ ტიგრან გრიგორიანის აზრით, მიუხედავად იმისა, რომ სომხეთისა და რუსეთის ლიდერები ქვეყნებს შორის ურთიერთობებში არსებულ პრობლემებს განიხილავენ, შეხვედრისგან საკვანძო განცხადებებს ან ცვლილებებს არ უნდა ველოდოთ. პოლიტოლოგი არ ფიქრობს, რომ რუსეთი სომხეთს ახალ მოთხოვნებს წარუდგენს, ამბობს, რომ მოსკოვისთვის ამ ეტაპზე სხვა პრიორიტეტებია. ფაშინიანი და პუტინი ბოლოს 2023 წლის დეკემბერში სანქტ-პეტერბურგში, ისევ ევრაზიის უმაღლესი ეკონომიკური საბჭოს სესიის ფარგლებში შეხვდნენ. პუტინის თანაშემწემ განაცხადა, რომ ამის შემდეგ ორი ქვეყნის ლიდერტა გზა  პრაქტიკულად არ გადაკვეთილან , ამიტომ ეს შეხვედრა ბევრი საკითხის გარკვევას შეუწყობს ხელს.

ნახეთ მეტი
Back to top button