პოლიტიკა

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნატოს პარტნიორებს სამხრეთ კავკასიაში უსაფრთხოების ვითარება და გამოწვევები გააცნო

7 მაისს სომხეთის  საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვაჰან კოსტანიანი ბრიუსელში, ნატოს შტაბ-ბინაში ნატოს მუდმივი წარმომადგენლის მოადგილეების კომიტეტს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას სომხეთის საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

თავის გამოსვლაში მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ დაახლოებით ოცდაათი წლის წინ სომხეთის გაწევრიანება ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის პროგრამაში „პარტნიორობა მშვიდობისთვის“ მნიშვნელოვანი საფუძველი იყო სომხეთსა და ნატოს შორის შემდგომი თანამშრომლობის განვითარებისათვის.

ვაჰან კოსტანიანმა აღნიშნა, რომ სომხეთი მზადაა გააღრმაოს შედეგზე ორიენტირებული თანამშრომლობა როგორც ალიანსთან, ასევე მის ცალკეულ წევრ ქვეყნებთან სომხეთის თავდაცვისა და უსაფრთხოების შესაძლებლობების გაზრდის, ასევე წინააღმდეგობის გაზრდის მიმართულებით.

ასევე ხაზი გაესვა სომხეთის მონაწილეობას საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში, მათ შორის ნატო-ს ხელმძღვანელობით KFOR-ის მისიაში კოსოვოში.

ნახეთ მეტი
Back to top button