პოლიტიკა

სომხეთში გადატრიალების მცდელობას აქვს ადგილი – დეპუტატი

მიმდინარეობს სომხეთის შიდაპოლიტიკურ ცხოვრებაში ჩარევის მცდელობა და სურთ  სახელმწიფო გადატრიალების განხორციელება, ქვეყანის პერიფერიად ქცევა და  ჩვენი სუვერენიტეტის შეზღუდვა გარკვეული ჯგუფებისთვის დახმარების გაწევით. ამის შესახებ 7 მაისს ეროვნულ ასამბლეაში ტრადიციულ ბრიფინგზე მმართველი ფრაქციის „სამოქალაქო შეთანხმების“ მდივანმა არტურ ჰოვჰანნისიანმა  განაცხადა.

მისი თქმით, თუ თქვენ გინდათ მოისმინოთ პასუხი კითხვაზე  იგზავნება თუ არა გარკვეული წრეები სომხეთში, მაშინ შეგიძლიათ მოუსმინოთ რუსეთის სახელმწიფო მასმედიაში გაკეთებულ განცხადებებს, მოუსმინოთ რუს პოლიტიკოსებს,  „მოუსმინოთ ხალხს, ვინც ძარცვავდა სომხეთს წლების მანძილზე და გაიქცა რუსეთში“.

მან გამოთქვა რწმენა, რომ არსებობენ ძალები, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ სომხეთს არ ჰქონდეს სახელმწიფო საზღვარი, ისინი წარმოქმნიან პროცესებს, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სიტუაციის ესკალაცია, ისინი ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ სომხეთი ომში ჩაითრიონ,  ზიანი მიაყენონ  ქვეყნის სუვერენიტეტს, რათა მოახდინონ გადატრიალება და მოვიდნენ  ხელისუფლებაში.

 „ეს იყო მათი მიზანი და ის არ შეცვლილა. მათი მიზანია ჰქონდეთ პროვინცია თავისი გუბერნატორით. ეს მათი ოცნებაა. რასაც აკეთებდნენ მთიანი ყარაბაღისთვის მძიმე დღეებში ან ომის დროს და შემდეგ, იგივეს აკეთებენ ახლაც“, – განაცხადა დეპუტატმა.

ნახეთ მეტი
Back to top button