პოლიტიკა

ფაშინიანმა 9 ნოემბრის სამმხრივ განცხადებასთან დაკავშირებული გაუგებრობები განმარტა

სომხეთს, აზერბაიჯანსა და რუსეთს შორის 2020 წლის 9 ნოემბრის სამმხრივი დეკლარაციის მე-9 პუნქტი საერთოდ არ ეხება აზერბაიჯანსა და ნახიჩევანის ავტონომიური რესპუბლიკის   კავშირს. ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა 7 მაისს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ისინი ცდილობენ შექმნან შთაბეჭდილება, რომ 9 ნოემბრის სამმხრივი განცხადების მე-9 პუნქტი აზერბაიჯანისა და ნახიჩევანის ავტონომიური რესპუბლიკის  კავშირს ეხება. არა, ამაზე არ არის საუბარი. განცხადების მე-9 პუნქტი ეხება რეგიონული ეკონომიკური კავშირების განბლოკვას“, – განაცხადა ფაშინიანმა და აღნიშნა, რომ აზერბაიჯანს ჩვენი არც ერთი გზა აქამდე არ გაუხსნია.

პრემიერ-მინისტრმა შეახსენა, რომ სომხურმა მხარემ გამოთქვა მზადყოფნა შექმნას საგუშაგოები ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკასა და აზერბაიჯანს შორის კომუნიკაციის უზრუნველსაყოფად. „აზერბაიჯანი ამ შესაძლებლობით არ სარგებლობს. მეტიც, ამბობენ, თუ სომხეთი ამ გზებს არ მოგვცემს, ირანის ისლამურ რესპუბლიკასთან ერთად ავაშენებთ. ჩვენ ვამბობთ, რომ როგორც ირანის ისლამური რესპუბლიკა მზადაა მისცეს გზა, ჩვენც მზად ვართ მივცეთ გზა. 9 ნოემბრის სამმხრივი განცხადების მე-9 პუნქტში არ არის მინიშნება,  ფორმულირება იმის თაობაზე, რომ სომხეთის  სუვერენიტეტი და იურისდიქცია რაიმე ფორმით უნდა შეიზღუდოს“, – განაცხადა პრემიერმა.

სპეკულაციას  კიდევ ერთ საკითხზე, რომ დეკლარაციის მე-9 პუნქტში ნათქვამია, რომ მესამე ქვეყანამ უნდა უზრუნველყოს გზების უსაფრთხოება სომხეთის ტერიტორიაზე, ფაშინიანმა ეს გამორიცხა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ 9 ნოემბრის სამმხრივი დეკლარაცია საჯაროა და ყველას შეუძლია წაიკითხოს და დარწმუნდი ამაში.

მან ასევე გამორიცხა სრ-ს  რომელიმე ნაწილი სომხეთის მთავრობის კონტროლის მიღმა და მესამე მხარის, განსაკუთრებით რუსეთის კონტროლის ქვეშ მოხვედრის შესაძლებლობა და თქვა: „ასეთი რამ არ არის, არ არსებობს“.

ნახეთ მეტი
Back to top button