სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა და სომხეთის რესპუბლიკის ხალხის ეროვნულ ღირებულებებზე მიიპყრო სომხეთის მოქალაქეების ყურადღება
სომხეთის რესპუბლიკის ხალხის ეროვნული ღირებულებებია:
-სომხური სახელმწიფოებრიობა: სომხეთის რესპუბლიკა.
-სომხეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობა, სუვერენიტეტი, მოქალაქეობა, დემოკრატია, არმია.
-სომხეთის ისტორია, სომეხი ხალხის ფოლკლორი: ეპოსი, რწმენა, ლეგენდები, მითები.
-სომხური ენა და ასოები, სომხური ლიტერატურა, მათ შორის ნათარგმნი ლიტერატურა, ცოდნა, მეცნიერება.
-პან-სომხური პოტენციალი, სომხური დიასპორა.
-სამშობლო, ოჯახი, პიროვნება.
-სომხური სამოციქულო წმინდა ეკლესია, სომხური კათოლიკური ეკლესია, სომხური ევანგელურ ეკლესია – ქრისტიანობა.
-სომხური აშუღური, გუსანური, ხალხური, კლასიკური, ორიგინალური და საესტრადო მუსიკა, სომხური ცეკვა, სომხური სახვითი ხელოვნება, სომხური სასცენო ხელოვნება, სომხური არქიტექტურა.
– მშობლიური ბუნება თავისი ბიომრავალფეროვნებით.
-პროგრესი, თავისუფლება, საკუთარი თავის სიყვარული, სტუმართმოყვარეობა, განათლება, შრომისმოყვარეობა, კანონმორჩილება, პატივისცემა და შემწყნარებლობა სხვა ადამიანების, ხალხების, რელიგიების მიმართ.
-ძმური გრძნობები და ურთიერთობები ეროვნულ უმცირესობებთან და მათთან განუყოფელი კავშირი, გამოხატული სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქეობით.
-სომხური სამზარეულო, მატერიალური და არამატერიალური მემკვიდრეობის ყველა ის ნიმუში, რომელიც გამოხატავს, ასახავს, აღწერს ან სიმბოლოა სომხეთის რესპუბლიკის ხალხის ზემოთ აღწერილი ეროვნული ღირებულებების.