ეკონომიკა

2024 წლის პირველ სამ თვეში სომხეთის საგარეო სავაჭრო ბრუნვამ დაახლოებით 9,1 მილიარდი დოლარი შეადგინა

მიმდინარე წლის პირველ კვარტალში სომხეთის საგარეო სავაჭრო ბრუნვა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 2,1-ჯერ გაიზარდა და 9 მილიარდ 169,7 მილიონი დოლარი შეადგინა. შესაბამისი მონაცემები სრ სტატისტიკურმა კომიტეტმა წარმოადგინა.

თებერვალთან შედარებით, მარტში სავაჭრო ბრუნვა 7,3 პროცენტით გაიზარდა. 2024 წლის მარტში, წინა წლის ანალოგიურ თვესთან შედარებით, 2.1-ჯერ გაიზარდა და 3 მილიარდ 568б2 მილიონი დოლარი შეადგინა.

წლის პირველ კვარტალში სომხეთიდან ექსპორტმა გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 2,7-ჯერ გადააჭარბა და 4 მილიარდ 422,8 მილიონი დოლარი შეადგინა.

2024 წლის პირველ სამ თვეში იმპორტმა წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 75,8 პროცენტით გადააჭარბა და 4 მილიარდ 746,9 მილიონი დოლარი შეადგინა.

ნახეთ მეტი
Back to top button