პოლიტიკა
ევროკავშირი მხარს უჭერს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო პროცესს. ვასილის მარაგოსი

ევროკავშირი მხარს უჭერს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობისა და ურთიერთობების ნორმალიზაციის პროცესებს. ამის შესახებ პრესკონფერენციაზე, უსაფრთხოების სფეროში სომხეთ-ევროკავშირის თანამშრომლობაზე საუბრისას განაცხადა სომხეთში ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელმა, ელჩმა ვასილის მარაგოსმა.
„ევროკავშირი მხარს უჭერს სამშვიდობო და ნორმალიზაციის პროცესებს რეგიონში. ამის დასტურია ევროკავშირის მისიის ყოფნა სომხეთში. მისიის ყოფნამ სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ხელი შეუწყო დაძაბულობის შემცირებას და ხალხის უსაფრთხოების გაუმჯობესებას“, – განაცხადა მან.







