როგორ მისცეს ხმა სომხეთმა, საქართველომ და აზერბაიჯანმა გენერალური ასამბლეის სესიაზე პალესტინის გაეროში გაწევრიანების საკითხს

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ პარასკევს მოიწვია საგანგებო სხდომა ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარების განსახილველად, განსაკუთრებით ისრაელის უკანონო ქმედებების შესახებ ოკუპირებულ პალესტინის ტერიტორიებზე.
სესიაზე დელეგატებმა მიიღეს არაბთა გაერთიანებული საამიროების მიერ შემოთავაზებული რეზოლუცია პალესტინის გაეროში გაწევრიანების შესახებ.
სომხეთმა დოკუმენტს მხარი დაუჭირა. აზერბაიჯანმაც ანალოგიურად მისცა ხმა. თავი შეიკავეს საქართველომ, დიდმა ბრიტანეთმა, უკრაინამ და სხვა რამდენიმე ქვეყანამ. წინააღმდეგ მისცა ხმა აშშ-მ, ისრაელმა და სხვა რამდენიმე ქვეყანამ.
დოკუმენტი აფართოებს პალესტინის სახელმწიფოს უფლებებს გენერალურ ასამბლეაში, მაგრამ არ აძლევს მას ხმის მიცემის ან კანდიდატის უფლებას გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ორგანოებში.
ქარტიის თანახმად, გენერალურ ასამბლეას არ შეუძლია გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში სრულუფლებიანი წევრის სტატუსის მინიჭება. ეს მოითხოვს უსაფრთხოების საბჭოს რეკომენდაციას. შეგახსენებთ, ასეთი წინადადება საბჭომ აპრილის სესიაზე ვერ გააკეთა აშშ-ს ვეტოს გამო.
დღეს მიღებულ რეზოლუციაში გენერალურმა ასამბლეამ აღნიშნა, რომ პალესტინის სახელმწიფო აკმაყოფილებს წევრობის მოთხოვნებს და დაავალა უსაფრთხოების საბჭოს საკითხი დადებითად განიხილოს.
ბოლო სახელმწიფო, რომელიც შეუერთდა გაეროს, არის სამხრეთ სუდანი (2011).







