ეკონომიკა
ბოლო 3 წლის განმავლობაში სომხეთი რუსეთის რეგიონებთან ტვირთბრუნვის ერთ-ერთი ლიდერი გახდა

ბოლო სამი წლის განმავლობაში რუსეთის ფედერაციის რეგიონებთან ტვირთბრუნვის მხრივ ლიდერები იყვნენ თურქეთი, სომხეთი და ჩინეთი, ვგებულობთ TASS-ის შეტყობინებიდან, პლატფორმა „ავიტო მომსახურების“ „სატრანსპორტო სერვისების“ კატეგორიის ხელმძღვანელის, ევგენია ლაზარევას სიტყვებზე დაყრდნობით.
„ბოლო სამი წლის განმავლობაში, 2021 წლის მარტიდან 2024 წლის აპრილამდე, სატვირთო გადაზიდვების ყველაზე დიდი ზრდა დაფიქსირდა სამხრეთ ფედერალურ ოლქსა და თურქეთს შორის; ტვირთების რუსეთის სამხრეთიდან გამოგზავნა 17-ჯერ უფრო ხშირად დაიწყეს “, – განაცხადა ლაზარევამ.
მისი თქმით, მეორე ყველაზე პოპულარული მიმართულება ჩინეთია.
ასევე 11-ჯერ გაიზარდა მოთხოვნა სამხრეთ ფედერალური ოლქიდან სომხეთში ტვირთის გადაზიდვაზე“, – აღნიშნა უწყების ხელმძღვანელმა.







