ეკონომიკა
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი სომხეთს გამოუყოფს 236 მილიონი ევროს ოდენობის სესხს გზის მშენებლობისთვის „ჩრდილოეთ-სამხრეთის“ პროექტის ფარგლებში

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი სომხეთს 236 მილიონი ევროს ოდენობის სესხს გამოუყოფს „ჩრდილოეთ-სამხრეთის“ დერეფნის ქაჯარანი-სისიანის გზის მშენებლობისთვის.
პროექტის ჯამური ღირებულება დაახლოებით 373 მილიონი ევროა.
ახალი გზა ჩრდილოეთ, სამხრეთ და ცენტრალურ მონაკვეთებად დაიყოფა. სასესხო თანხები სამხრეთ უბნის მშენებლობას მოხმარდება.
გზა ქაჯარანი-სისიანის მანძილს 118-დან 60 კილომეტრამდე შეამცირებს, საშუალო სიჩქარე კი საათში 50-დან 100 კილომეტრამდე გაიზრდება.
მშენებლობის დასრულება 2030 წლისთვის იგეგმება.
სასესხო ხელშეკრულების გაფორმება იგეგმება ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ყოველწლიური შეხვედრის ფარგლებში, რომელიც 14 მაისს დაიწყო და 16 მაისამდე გაგრძელდება.







